aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?” – ერდოღანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?” – აღნიშნული განცხადებით თურქეთის პრეზიდენთმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა.

როგორც ერდოღანმა დასძინა, მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება.

„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სხვა რამის თქმა შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურზე, რომელმაც არ იცის, რა არის რწმენის თავისუფლება.

„კიდევ რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და რომელიც ასე ექცევა მის ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებული რწმენის მქონე მილიონობით ადამიანს?”- აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, “ისლამისტური სეპარატიზმი” საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.

იტვირთბა....