aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შევარცხვინე ის მინისტრი ვისაც ზუგდიდში მძარცველი გაექცა” – გიორგი ვაშაძე საქართველოს ბანკის თავდასხმელზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ გადაცემაში აღნიშნა, ამერიკულ ვესტერნებშიც კი არ ხდება ისეთი ფაქტები, რომ თავდამსხმელი დღისით ბანკში შეიჭრას, მძევლები აიყვანოს, თანხა წაიღოს და მიიმალოს.

მისივე თქმით, „შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა

„უკვე ყელშია მათი ყოველთვის წარსულით ნაკარნახევი განცხადებები. კატასტროფაა, ჩვენ გვაქვს კრიმინოგენული სიტუაციის კოლაფსი, ჩამოიშალა სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი, რომელსაც ხელისუფლება ყველაფერს აბრალებს, გარდა, საკუთარი თავისა. ჩვენ გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლის კოლაფსი. მითხარით, რამე არის ნორმალურად მართული ამ ქვეყანაში? რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა, რომ მძევლები თავისუფლები და ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ ადამიანის არდაკავება და ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა. ეს ხომ გზავნილია კრიმინალებისთვის, მიდი აყაჩაღე რაც გინდა, ამიტომაა, რომ დააყაჩაღეს ზუგდიდში ბენზინგასამართო სადგური, ინკასატორი, მკვლელობა მოხდა ქუჩაში, წარმოგიდგენიათ როგორი გავეშებულია კრიმინალი? რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ელემენტარული უსაფრთხოება არ არის ქვეყანაში. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ.

„შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა. ნეტა საერთოდ ნამუსი თუ აქვს, რომ არ გადადგა. ხალხი რომ გადაარჩინეს, მერე დადევნების ოპერაცია უნდა ყოფილიყო. ორი დღე თუ ვერ იპოვეს, როდისღა იპოვიან, სადღა არის ეს კაცი, კაცმა არ იცის. საერთოდ გონზე არ არიან, მაგრამ ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მეტი არაფერი აინტერესებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....