aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ” – გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა. რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა? – ამის შესახებ, “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დავით ხვიბლიანი ტერორისტია.

„პირნათლად შევასრულე ჩემი სამოქალაქო ვალდებულება და პატრულს ვაცნობე. აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას?! პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე, მით უფრო, როცა 20 ადამიანის სიცოცხლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ამ ინფორმაციით.

რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას – ცხადია კი.

დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში და ყველა ინდიკატორი ამას ამტკიცებს:

შიდა ვიდეო კადრები, სადაც ზედაპირზეა, რომ ფეიკ მძევალია და იქცევა, როგორც ოპერაციის ტვინი, არათუ უბრალო თანამონაწილე;

ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა. რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა?

როგორ და რატომ წავიდა “სამავოლკაში” სენაკის მკაცრად რეგულირებული ბაზიდან? ბანკში ჰქონდა საქმე და პრაქტიკულად დანაშაული ჩაიდინა ამის გამო? თან მაინცდამაინც ზუგდიდის ბანკში ჰქონდა საქმე და სენაკში ბანკები არაა?

ნუ იტყუებით მისი გულშემატკივრები, რომ ბაზაზეა და ელაპარაკეთ ტელეფონით. არც მოწმის/მძევლის სახით იკითხება. სახელმწიფო თუ ასე ამბობს, ამას თავისი ოპერატიული (იმედია, და არა პოლიტიკური) მიზეზები აქვს“,- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....