aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტები

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 5 აჭარაში გარდაიცვალა.

მათივე თქმით, ინფიცირებულებს კორონავირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ღვიძლის დაავადებები აღენიშნებოდათ და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„81 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი აღენიშნებოდა.

ასევე, 49 წლის ქალიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მას კოვიდ 19 -თან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, აღენიშნებოდა.

მესამე გარდაცვლილიც, 40 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, დიაგნოზით: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება.

ხოლო 66 წლის კაცი კლინიკა “მედინაში” მკურნალობდა, დიაგნოზით მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე სარქვლოვანი პათოლოგია.

მეხუთე გარდაცვლილი, 60 წლის კაცი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, დიაგნოზით ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა”,- აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....