aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც “ტერორისტი” საზღვრებჩაკეტილ ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებული შედის, უნდა წავიდეს!” – ლაგაზიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში, გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ, მედიისა და ოპოზიციის ტერორისთვის ნიადაგს ამზადებს – უნდა წავიდეს!

მისივე თქმით, ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც “ტერორისტი” საზღვრებჩაკეტილ ქვეყანაში შედის სრულად შეიარაღებული უნდა წავიდეს.

“1. ხელისუფლება, რომელიც მძევლებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს – უნდა წავიდეს!
2. ხელისუფლება, რომელიც გუშინ ტვ “პირველზე” გასული სიუჟეტის – იგორ გიორგაძის სატელეფონო ჩანაწერების – გასვლის შემდეგ, ამ ტელევიზიის მფლობელს ემუქრება, ამით ადასტურებს თავის რუსულ კავშირებს და იმას, რომ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში გახდა – უნდა წავიდეს!
3. ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ, მედიისა და ოპოზიციის ტერორისთვის ნიადაგს ამზადებს – უნდა წავიდეს!
4. ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიას ჰქონდეს სათანადო გაიდლაინები, თუ როგორ იმოქმედონ სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციების დროს და ამით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობას და უსაფრთხოებას – უნდა წავიდეს!
5. ხელისუფლება, რომელიც პარტნიორად იხდის კრიმინალს – უნდა წავიდეს!
6. ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც “ტერორისტი”, საზღვრებჩაკეტილ ქვეყანაში!შედის სრული სამხედრო კომუფლიაჟით, კბილებამდე შეიარაღებული და უპრობლემოდ აღწევს, სუსისა და ქალაქის მერიის შენობების გვერდით არსებულ ბანკის ფილიალში – უნდა წავიდეს!
სხვაგვარად, ეს ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა!”, – წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....