მთავარი ციტატა

“10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ ბანკში კვარაცხელიას მოხვედრა დამთხვევა იყო” – მდინარაძე

“ეს შემთხვევითი იყო, არაშემთხვევითი იყო – ვიღაცას აქვს უფლება გამოხატოს, მაგრამ დამთხვევა იყო თუ არ იყო, ეს გაირკვევა მერე. ყოველ შემთხვევაში, თუ ამაზე ვინმემ ფაქტი აღნიშნა, შენ ადამიანი გამოდიხარ და ამ სიტუაციას ხალხის გასაგიჟებლად იყენებ, სიტუაციის დასაძაბად, ქაოსისთვის იყენებ, ამ დროს რომ გიკვირს, ვიღაცამ რომ თქვა, რაშია საქმე, ეს კაცი იქ რატომ აღმოჩნდაო, ამაშია შეუსაბამობა, თორემ სხვა კი არაფერში. მე 1 %-ს და 10 %-ს იმასაც ვუშვებ, რომ ბანკში კვარაცხელიას მოხვედრა დამთხვევა იყოს”.

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ლიდერი

ცნობისთვის, მძევლებს შორის ერთ-ერთი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....