aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის” – გვარამია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

“ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, ესეც ვიცით. ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება. დროებით, ხვალამდე.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც. ამჟამინდელი ინფორმაციით, შენობიდან სხვა მძევლები უკვე გაიყვანეს.

ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცველებმა ფული მიიტანეს.

ამავე თემაზე: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი, სავარაუდოდ, შენობიდან გაიყვანეს

 

იტვირთბა....