მთავარი ციტატა

“არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლებას არ ყავს გაბედავასნაირი შნირები” – ელისო კილაძე

“ყველა ქვეყანაში ტერორისტებს აყავთ მძევლები,ყველა ქვეყანაში მედია პირდაპირ ეთერში აშუქებს სპეცოპერაციებს,
არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მძევლების დახარისხება პოლიტიკური ნიშნით,არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლებას არ ყავს გაბედავასნაირი შნირები ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის !
ჩვენ ამ მძიმე წუთებში თქვენკენ ვართ,თქვენ ეშმაკებისკენ !”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
ამის შესახებ ის ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეწრასთან დაკავშირებით წერს. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.   

ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.

ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....