მთავარი ციტატა

“როგორ უნდა დაიჯერო, რომ ტერორისტი საარჩევნო სპექტაკლს აწყობს?” -გია ხუხაშვილი

“როგორ უნდა გქონდეს მოწყობილი ტვინი, რომ დაიჯერო – ტერორისტი საარჩევნო სპექტაკლს აწყობს, რომელიც მისი ლიკვიდაციით, ან სამუდამო პატიმრობით სრულდება?!”

გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი 

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ წერს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.   

ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.

ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....