aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს მიხეილ სააკაშვილის ინტერესში შედიოდა” – უკრაინელი ჟურნალისტები გიორგი გაბუნიას საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ობოზრევაწელმა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მორიგი ფილმი მოამზადა. მასში გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ​ დეინეკა და ვალერი ტომვაჩი დეტალურად ჰყვებიან ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

ჟურნალისტების თქმით, ეს მიხეილ სააკაშვილის ინტერესში შედიოდა და ამ გეგმის ნაწილი მათი, უკრაინელი ჟურნალისტების გამოყენებაც იყო. ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ ვასამბეკ ბოკოვს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის სავარაუდო მონაწილეა, უკრაინაში დასაბრუნებლად გემის ბილეთი ჰქონდა. წასვლამდე მას უნდა შეესწავლა გაბუნიას ყველა გადაადგილება და შეეტყობინებინა დამკვეთისათვის.

შეგახენებთ, რომ 2020 წლის 12 ივნისს, სუს-მა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი დააკავა. 15 ივნისს კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბოკოვი თბილისში სპეციალური დავალებით ჩამოვიდა და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.

 

იტვირთბა....