aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაიდა, არ აღმოჩნდეს მოღალატე, რას შვები მერე?” – მეუფე იაკობი დაკავებულ კარტოგრაფებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მეუფემ საკვირაო გადაგებაში აღნიშნა, არ შეიძლება, როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, მოღალატე უწოდო ადამიანს.

“არ შეიძლება, როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, მოღალატე უწოდო ადამიანს. კაცმა გინდ ჩაიდინოს რაღაც, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ… ვაიდა, არ აღმოჩნდეს მოღალატე, რას შვები მერე?” – განაცხადა მეუფემ.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობი აცხადებს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები საზოგადოების ერთ ნაწილს “ფრთიან ანგელოზებად” გამოჰყავს, მეორეს კი მოღალატეებად.

“მამა კირიონს არსად არ ალაპარაკებენ, ხელს უშლიან ჟურნალისტები. ამ წინა დღეებში მისცა სრული ინტერვიუ და 2005 წლიდან სულ არის აღწერილი ვის როგორ შეხვდა, ვის რა ეუბნებოდა, თვითონ მელაშვილის საქციელები, როგორია. კაცი ახლა დაჭერილია და ერთ მხარეს გამოჰყავს ფრთიან ანგელოზად, მერე მხარე ეძახის მოღალატეს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ცნობისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....