aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დეკანოიძის ბრალდება მოსმენებთან დაკავშირებით იაფფასიანი მანევრია ყურადღების მისაპყრობად” – თალაკვაძე ხატია დეკანოიძის ბრალდებას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ დეკანოიძის მოსმენით ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი ამომრჩეველია დაინტერესებული, სხვას მის მოსასმენად არ სცალია.

თალაკვაძის განცხადებით, დეკანოიძის ბრალდებები მოსმენასთან დაკავშირებით მისი პარტიის ხელწერაა.

„რამდენადაც ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით, მისი მოსმენით, მისი დაპირებების მოსმენით და საჯარო კომუნიკაციით დაინტერესებული არიან ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას დღეს მის მოსასმენად არ სცალია, ყველას აქვს თავის საქმე, ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს საზოგადოებას.

მე მესმის რომ მას თავისი თავის აქტუალიზაციისათვის და ყურადღების მისაპყრობად სჭირდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, რომ თითქოს მას უსმენენ და დევნიან, ამ დროს დევნა და მოსმენა არის ზუსტად მისი პოლიტიკური პარტიის „ნოუჰაუ“, ხელწერა და როგორც შეიძლება მან ეს სხვას დააბრალოს, როცა მისი პოლიტიკური პარტია წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაზე, საზოგადოების ტერორზე, უკანონო მოსმენებზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე იდგა. ეს მისი მხრიდან არის ერთადერთი იაფფასიანი მანევრი, რომ მიიპყროს ყურადღება. ერთი რჩევა მინდა მივცე, თუ მას აქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და ისნის მაჟორიტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დღეს, “ფეისბუქ” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო შტაბში და მის სამუშაო ოთახში სუს-ის თანამშრომლების უკანონოდ შეჭრის ფაქტზე საუბრობს. 

დეკანოიძე საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....