aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკური და პარტიზანული დაყოფები ახლა უადგილოა” – ირაკლი კაკაბაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“ახლა, დავით გარეჯის საკითხი არის სრულიად არა-პოლიტიკური და უნდა გავერთიანდეთ ყველა. მთავარი საკითხი ის კი არ არის ვინ ჩაჯდება ციხეში? – თუ საჭიროა მე ჩავჯდები ყველა მათგანის მაგივრად. მთავარია დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რომლებიც გაყიდულია და ოკუპირებულია.

ასევე, რუსეთანაც მთავარია დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები და ხალხი რაც მთავარია, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა გზა ვიპოვოთ ჩვენი აფახაზი და ოსი ძმების და დების გულებისაკენ. და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველა! – პოლიტიკური და პარტიზანული დაყოფები ახლა უადგილოა”, – ირაკლი კაკაბაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....