aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სომხეთი და რუსეთი ოკუპანტია, ესაა სიმართლე” – ნიკა გვარამია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ მთიანი ყარაბაღი ოკუპირებულია რუსულ-სომხური ტანდემის მიერ.

აღნიშნული პოსტით გვარამია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“სრულიად ვეთანხმები. 2ჯერ ორი ოთხია რანგის სიმართლეა ამ საკითხში: ამასვე ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობაც და მოქმედი საერთაშორისო სამართალიც. ყარაბაღი ზუსტად ისევეა ოკუპირებული რუსულ-სომხური ტანდემის მიერ (რამაც საბოლოოდ ყველაზე მეტად სომხეთი დააზიანა და სამუდამოდ მიაბა რუსეთს და მოწყვიტა ყველაზე სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანს და მისი გავლით ცივილიზებულ სამყაროს), როგორც ოსეთი და აფხაზეთი – რუსეთის მიერ. და ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეს უბრალოდ უფლება არ აქვს, სხვა რამე თქვას. სომხეთი და რუსეთი ყარაბაღის ოკუპანტია – ესაა სიმართლე, მათ შორის, მეცნიერულიც.

ps და საარჩევნო ხმებში ამ სიმართლის ეკვივალენტების გამოყვანა არის ბოდვაც, უსინდისობაც და ქვეშაჯვიობაც. და ბოლობოლო ჩამოყალიბდით, ამ სააკაშვილისგან სიმართლე გინდათ, ნახევრად სიმართლე, დუმილი თუ საერთოდ გაქრეს სამყაროდან. გამრავლების ტაბულა რომ დადოს (და მაგ რანგის ტექსტია ზუსტად), მაგაზეც აუშარდებით ალბათ.

pps და მეზობელი სომხეთის კენჭისყრის შედეგებსაც გადახედეთ ერთი გაეროში, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით. მერე აზერბაიჯანისას”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....