aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული.

stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში არ შეცვლილა.​ განკურნებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 294 შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....