aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში ხალხით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა, არიან მძიმედ დაშავებულები

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახეთში მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ავარია რამდენიმე საათის წინ ყვარელი – თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბოგირს შეეჯახა და ამობრუნდა. ტრანსპორტში მყოფებმა, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ, სხვადასხვა დაიზანებები მიიღეს.

8 დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. 2 მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....