aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(LIVE) “პირველი არხის” გენდირექტორის კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე.

კონკურსის მეორე ეტალზე კანდიდატებთან გასაუბრება “ლაივ” რეჟიმში მიმდინარეობს.

ერთ-ერთმა კანდიდატმა ალექსანდრე ვახტანგოვმა კანდიდატურა მოიხსნა და მან გასაუბრება დატოვა.

“პირველი ტურის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საბჭო უკვე ჩამოყალიბდა გენერალური დირექტორის შერჩევაში. ამიტომ, დღეს აქ მოსვლა ბოლომდე არ მქონდა ჩამოყალიბებული. მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას,”- განაცხადა ალექსანდრე ვახტანგოვმა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე კონკურში თავდაპირველად 8 ადამიანი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა. მიზეზად მან დაასახელა სურვილი, მოქალაქეებს ეჭვი არ შეეპაროთ არხის მიუკერძოებლობაში.

გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან

გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან

Gepostet von პირველი არხი am Donnerstag, 24. September 2020

 

იტვირთბა....