aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ პაციენტთან არ შეშვების გამო ექიმს სცემეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბათუმელების” ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულ მამაკაცს კოვიდინფიცირებული პაციენტის მონახულების საშუალება არ მისცეს, რაც გახდა დაპირისპირების მიზეზი.

„…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს, თუმცა, ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფიზიკურად შეურაცხყვეს. მისივე თქმით, “განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი.

იტვირთბა....