aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

“ვინც აპრიორი კოალიციისთვის იბრძვის, ის ან ფლიდია ან პოლიტიკის აზრზე არაა” – გვარამია სააკაშვილის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტსს ავრცელებს, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, ვინც აპრიორი კოალიციისთვის იბრძვის, ის ან ფლიდია ან პოლიტიკის “აზრზე არ არის.”

“ვინც აპრიორი კოალიციისთვის იბრძვის, ის ან ფლიდია ან პოლიტიკის აზრზე არაა. მსგავსი ბოდვა არ უთქვამს და არ დაუგეგმავს არც ერთი ნორმალური ქვეყნის ნორმალურ პარტიას. ყველა იბრძვის საკუთარი სრული გამარჯვებისთვის – ესაა უნივერსალირი სტრატეგია პოლიტიკური ბრძოლის და არჩევნების. რას იტყვის და როგორ – ეგ ტაქტიკის საკითხია. კოალიცია იქნება თუ არა და რა კონფიგურაციის – ეს კი პოსტსაარჩევნო.

შესაბამისად, ვფიქრობ, საქმე მაინც უფრო ლუზერობაშია, ასეთი სულელიც არავინაა, მგონი. მცირე ან ძალიან მცირე რეიტინგის და დიდი ამბიციის ამბავია. ანუ, პატარა ჭუჭუს და დიდი ჯიპის პარადიგმაა”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.
იტვირთბა....