aviabiletebi
პოლიტიკა

“ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალებისა არ არსებობს“ – ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დაწყებულ გამოძიებას,რომელიც აღძრულია 315-ე მუხლით, რაც შეთქმულებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

“არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალებისა არ არსებობს. მე შემიძლია ერთადერთი  გავიმეორო ედვარდ შევარდნაძის სიტყვები, ყველას ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს, სხვა გადატრიალება ამ ქვეყანაში არ მოხდება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა,სადაც განაცხადეს, რომ აღძრულია საქმე 315-ე მუხლით, რაც შეთქმულების სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას და  ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....