aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღშფოთებულები ვართ დეზინფორმაციით” – იტალიელი ექიმი, რომელიც 25 წლის გოგოს ოპერაციაში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შოკირებული და აღშფოთებულები ვართ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მედიის მხრიდან გავრცელდა. ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართველი კოლეგებისადმი როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში – ამის შესახებ, იტალიელმა ექიმმა რობერტო აგაციმ განაცხადა, რომელსაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამო ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავასთან ერთად ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევას ედავებიან.

როგორც იტალიელი ექიმი აღნიშნავს, ქართველ ექიმებთან 2016-2018 წლებში თანამშრომლობდა. მისი თქმით, პაციენტების განკურნების პროცესი ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

“მსურს გამოვეხმაურო 4 აგვისტოს პროკურატურის ინფორმაციას და ასევე იმ ინფორმაციას, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, იტალიელმა ექიმებმა წარმატებით ვითანამშრომლეთ ქართველ ექიმებთან 2016-2018 წელს პაციენტების განკურნების პროცესში. ეს პროცედურები ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ადგილობრივი ექიმების მიდგომებით პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, რადგან მათ გამოავლინეს უნარი, გამკლავებოდნენ მთელ მკურნალობის პროცესს. როგორც წინასწარ, პროცედურის ჩატარების პროცესში და ასევე პროცედურის ჩატარების შემდგომ – ძალიან მოტივირებულ და მაღალ პროფესიონალურ დონეზე.

მიუხედავად ზოგიერთი სამწუხარო სამედიცინო გართულებისა, რომლებიც საერთო ჯამში ჯანდაცვის სფეროში არსებობს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იყო და ქართველ პაციენტებს საშუალება მისცა თანამედროვე მკურნალობის საშუალებები მიეღოთ.

შოკირებული და აღშფოთებულები ვართ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მედიის მხრიდან გავრცელდა. ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართველი კოლეგებისადმი როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.

ჩვენ ვეყრდნობით სათანადო კვლევას და გამოძიებას. იმედი გვაქვს საბოლოოდ, სიმართლე გაიმარჯვებს,”- აღნიშნულია იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

იტვირთბა....