“გავეცანით გარკვეული პირების ჩვენებებს, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა და ვერსიებმა იმატა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ. ჯერ არ არის სატელეფონო ზარები მოსული, თუმცა მზადაა დრონის მასალა, რომელიც დიდი მოცულობისაა, გადმოწერას და დიდ ეკრანზე გაცნობას საჭიროებს.”
მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.