ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დაკრძალვის დღის შემდეგ, შვილთან კომუნიკაცია არ მქონია” – ვინ არის თემუკა ჭანუყვაძე, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში ახლახანს გამოჩნდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი პირი ჩნდება. როგორც ირკვევა, იგი 23 წლის ახალგაზრდა ქალის ახლო მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბიჭი თემუკა ჭანუყვაძეა და ის აიტისპეციალისტია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბაჩალიაშვილის დაკრძალვაზეც იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მის სამძებრო ღონისძიებებშიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, მამაკაცი კონტაქტზე არავისთან გამოდის, მისი ტელეფონი გამორთულია, სოციალური ქსელის ანგარიშები კი გაუქმებული.

თემუკა ჭანუყვაძის მამა “TV პირველმა” ჩაწერა, სადაც მამაკაცი ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალის დაკრძალვის დღეს, თბილისში ჩასული შვილს ესაუბრა და მას შემდეგ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი თქმით, არ იცის, შვილი სად მუშაობს, თუმცა აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილი თემუკას მასწავლებელი იყო და პროგრამირება სწორედ ბაჩალიაშვილისგან ისწავლა.

თემუკას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა, მამაკაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო:

“მე ვიცი ვინ არის თეიმურაზ ჭანუყვაძე, ერთი ცუციკი ადამიანია. მას თამართან რაღაც კავშირი ჰქონდა უნივერსიტეტის პერიოდში. ის ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის, მე მის შესახებ ინფორმაცია პოლიციას გადავეცი და ისიც დაიკითხება. ყველას მოეკითხება, ვინც საქმესთან შემხებლობაშია” – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....