ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს აცხადებს, რომ შესაძლოა თავშესაფარი შვედეთს სთხოვოს.
როგორც ლობჟანიძემ განაცხადა, ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მას პრივატულ საუბრებში სწორედ შვედეთში წასვლა ურჩიეს.
„არ ვგრძნობ არანაირად თავს დაცულად იმიტომ, რომ მე მქონდა პრივატული საუბრები, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში. მე ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება კამერები დავაყენო ჩემი სახლის არეალთან.
მე ეჭვს მიჩენს, რომ შეიძლება ჩემზე „საქმეს კერავენ“ თვითონ, არ ვიცი ვინ „კერავს“, იმიტომ, რომ ჩემი მობილურია იქ, ჩემი პირადი ინფორმაციაა და ზოგადად, მე მაქვს ადმინისტრაციული კოდექსით უფლება, რომ გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე სახელმწიფოს. გუშინწინ თუ იმის წინ იქ მივედი და ამაზე ვკითხე და მითხრეს, რომ გადაუდებელი წესით ამოიღეს, განჩინება იყო მოსამართლის და ა.შ. მე დღესაც უნდა მოვითხოვო ეს მობილური იმიტომ, რომ იქ ჩემი პირადი ინფორმაციაა, ასევე იქ მიდევს ჩიპი, რომელიც 120 გიგაბაიტია და იქ სხვა მონაცემებიც მაქვს”, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიამ “პალიტრანიუსთან” საუბრისას.
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.