ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს შსს-ს შეხვდება – საქმეში FBI ერთვება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთვება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე განაცხადი უკვე გააკეთა.

უწყება ამ მიზნით დღეს, 5 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდება.

“იმედია, კონკრეტულად დაითქმება დრო ყველა იმ პროცედურისთვის, რასაც ოფიციალურად გაგზავნა ჰქვია მოწვევის და გვეცოდინება ზუსტი დრო, როდის იქნება მოთხოვნა გაგზავნილი და როდის ჩამოვლენ ექსპერტები”, – მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....