aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“მიხეილ სააკაშვილს აქვს შინაგანი განწყობა, რომ ნახევარი საქართველო ელოდება, როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში” – ბურჯანაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილს აქვს შინაგანი განწყობა, რომ ნახევარი საქართველო ელოდება, როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუმცა ეს ასე არ არის, – ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და ობიექტურ რეალობას მოწყვეტილია.

„ერთი მხრივ, ის ცდილობს მაქსიმალური მოტივაცია მისცეს თავის ამომრჩეველს იმიტომ, რომ ყველა პარტიის ამომრჩეველს უნდა, რომ თავისი რჩეული პარტია დაინახოს ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, ის მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას იმიტომ, რომ არ არის საქართველოში. რაც არ უნდა ძლიერი ან გამოცდილი იყოს პოლიტიკოსი და სააკაშვილი მომწონს თუ არა, პოლიტიკოსია უდავოდ, როცა ის არ არის ადგილზე, ის აუცილებლად რეალობას წყდება.

რაც არ უნდა ინფორმირებული იყო, მას აქვს აშკარად შინაგანი განწყობა, რომ ნახევარი საქართველო ელოდება, როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ასე არ არის. ამას ხედავენ მისი პარტიის აქ მყოფი ლიდერები და აცნობიერებენ ადგილობრივ რეალობას, როცა საზოგადოებას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, მაგრამ არც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....