ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შეიძლება მანქანით უკან მიჰყვებოდნენ” – ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალი

დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროგრამისტის, “ფლეშკა” იმ ჩანთაში იდო, რომელიც მანქანაში იპოვეს. როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა სწორედ ამ მეხსიერების ბარათის გამო მიჰყვებოდნენ მას.

თამაზაშვილმა გავრცელებულ ვიდეოზეც ისაუბრა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივნისს, სახლიდან გასვლისას ჯერ პოლიციის შენობასთან მივიდა.

“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის „ფლეშკა“ იმ „ზურგზაკში“ იდო, რომელიც მანქანაში იპოვეს. იფიქრა, ალბათ, დავტოვებო, მაგრამ ან გადაიფიქრა, ან გადააფიქრებინეს. შეიძლება, კუდში სხვა მანქანა მიჰყვებოდა”  – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.

პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....