დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიებს ეხმაურება.
როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, ცდილობენ თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ.
“რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს და 12 წლის ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რომელიც არ უნდა მიეცათ. ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა. ჩემ შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად პატიოსანი იყო”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.