aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის” – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ რამიშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

„ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას…ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, – აცხადებს რამიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.

„სპეცსამსახურები… ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, – განაცხადა რამიშვილმა.

იტვირთბა....