ახალი ამბები მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან ხვალ აქციას გეგმავს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ისსაელჩოსთან ხვალ აქციას გამართავენ. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

თამაზაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში „FBI“ ჩაერთოს.

„ამერიკის საელჩოს წინ აქციას და ტრანსფარანტების გაშლას ვაპირებთ, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ყურადღება მივიქციოთ. შემდეგ უკვე ჩვენი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შეიტანს განცხადებას, თუ მოთხოვნას, რომ საქმეში „FBI“ ჩაერთოს. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს და გვერდში დაგვიდგეს. რაც მეტი ვიქნებით, მით მეტი გამოხმაურება იქნება. მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩემი შვილი მომიკლეს და თავი არ მოუკლავს, აპირებენ ჩემი შვილის დისკრედიტაციას“, – აცხადებს თამაზაშვილი.

იტვირთბა....