“პატრიარქი შეუძლოდ იყო და მასთან შესახვედრად სხვა დროს დაგვიბარებენ. იქვე გადაუხადეს [პანაშვიდი] და კიდევ გადავუხდით, როცა მოხვალთო. მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე. ყველაფერი ვუთხარით, რაც ხდებოდა. თვითონაც ნაწილობრივ საქმის კურსში იყვნენ.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპუ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორის მოსაყრდრეს, მეუფე შიოს შეხვდა.
პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.