ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქომ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

23 წლის დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, საპატრიარქომ  წესის აგების კურთხევა მისცა.

საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე. იქვე ჩატარდა პანაშვიდიც“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორის მოსაყრდრეს, მეუფე შიოს შეხვდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....