დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორის მოსაყრდრეს, მეუფე შიოს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, განხილვის თემა “წესის აგების” რიტუალია.
ბაჩალიაშვილის მშობელბი არ იზიარებენ ვერსიას, რომ თამარმა თავი მოიკლა, სწორედ ამიტომ, სურთ გარდაცვლილისთვის “წესის აგების” რიტუალი შეასრულონ.
“მთავარი არიხს” ინფომაციით, შეხვედრას მცირე დორით დაესწრება პატრიარქი, ილია მეორეც.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.