ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არის ვარაუდი და ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა” – მიხეილ რამიშვილი

დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არის ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა.

“გუშინწინ იყო, რომ მე მივაწოდე ამ ვიდეო სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს და შესაბამისად, ახლა საჩქარო წესით, სანამ წაშლილა და გაუქმებულა, უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს, რომ ამოღება მოხდეს ვიდეოჩანაწერების.

ყველაფერი შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის გარემოებები და ის ლოკაციები, სადაც გადაადგილდებოდა, იქ არანაირად არ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობისთვის მიდიოდეს. ისეთი გარემოა, სადაც შეიძლება, ზუსტად, რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა და ვინმე უნდა ენახა და ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ სრულიად შესაძლებელია, იქ ჰქონდა მას ვიზიტი დაგეგმილი ვინმესთან.

დღეს უნდა შევათანხმოთ შსს-სთან დრო და ექსპერტები, ვინც დაესწრება ამ ყველაფერს და ამავდროულად, უკვე გვეცოდინება თუ როგორ და რა პროცედურით იქნებიან ჩართულები უცხოელი ექსპერტები კომპიუტერთან დაკავშირებით და იმ ექსპერტიზებთან რომლებზეც მინდა რომ იყვნენ უცხოელი ექსპერტები,“- განაცხადა ადვოკატმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....