aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში იკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი თამარ ბაჩალიაშვლის საქმესთან დაკავშირებით შინაან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც დავით ქაშიაშვილმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, “შაბათის ფორმულაში” ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყარომ მიაწოდა.

რაც შეეხება საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროს ვინაობას, ქაშიაშვილის თქმით, ის მის დასახელებას გამოძიებისთვის არ აპირებს.

“საქმე ეხება ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას. ეს ონფორმაცია სხვადასხვა წყაროს მიერაა მოწოდებული. ეს ინფორმაცია “შაბათის ფორმულას” ადრეც ჰქონდა, მაგრამ გამომდონარე იქიდან, რომ ზუსტდებოდა ინფორმცია, თავი შევიკავეთ გავრცელებისგან. მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოჩნდა სანდო წყარო და დაგვიდასტურა,  გავავრცელეთ ინფორმაცია,”- განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, შაბათის ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პროგრამისტმა თამარ ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები, შედეგად კი მას ხელთ ქართველი სამი მაღალჩინოსნის შესახებ კომპრომატები აღმოაჩნდა, იმ დღის მერე 23 წლის გოგოს მისამართით ზარები და მუქარები დაიწყო. ამასთან,  საგამოძიებო ორგანოდან წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში უკვე გარდაცვლილი მას შემდეგ მიიტანეს, როცა მისმა ახლობლებმა აქციების გამართვა დაიწყეს და გზა გადაკეტეს. მანქანა კი ადგილზე მისაბმელით მიიტანეს.

იტვირთბა....