მთავარი ციტატა

“ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, შეიძლება ყველა დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ” – მიხეილ რამიშვილი

“მედიკამენტების ორი ფირფიტა იყო ცარიელი სრულად, რომელიც იყო მაკიაჟის ჩანთაში, დაკეტილი იყო, რაშიც იყო სხვადასხვა ნივთი, ქალბატონები რასაც ხმარობენ, სხვადასხვა აბები, მაზები… არ არის ეს ჩვეულებრივი საქმე, ძალიან სერიოზულმა ხალხმა გამაფრთხილა პირადად მეც და ოჯახიც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, შეიძლება, ძალიან დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ ყველა ჩვენგანი”

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

TV პირველი, “დღის ამბები”

ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი, აქამდე უცნობი მარშრუტი იკვეთება.

შეგახსენებთ, ბაჩალიშვილების ოჯახს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს.  ასევე, ბაჩალიაშვილის დედა დახმარებას პროგრამისტებს სთხოვს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

იტვირთბა....