aviabiletebi
მთავარი ციტატა

“დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლის დროს და მალევე არის დახრჩობილი წყალში”

“დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლის დროს და მალევე არის დახრჩობილი წყალში, ამას ადასტურებს მიკროსკოპული სურათი, რომ სისხლჩაქცევები შესწავლილია და მის გარშემო არ არის უჯრედული რეაქცია აღწერილი… საკმარისი იყო, რამდენიმე საათი ეცოცხლა, დღეები კი არა, ვთქვათ, 3-4 საათი და უჯრედული რეაქცია იქნებოდა, რაც არ არის აღწერილი. მე რაც წავიკითხე, იმის მიხედვით გესაუბრებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბესიკ კილასონია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

TV პირველი

ბესიკ კილასონიას თქმით, შესაძლოა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგიკულ ღამეს კონფლიქტის დროს ვიღაც პირზე ხელს აფარებდა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტვ “პირველმა” მოიპოვა დოკუმენტი პროკურატურიდან, რომელიც საქმის ბუნდოვან მხარეებს ნათელს ხდის. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენები და ასევე, დაკონკრეტებულია იმ პირთა ვინაობებიც, რომლებიც შაქარაშვილს ბოლომდე მისდევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....