aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პითონი გამექცა, დამეხმარეთ…” – თბილისში ზოომაღაზიიდან პითონი გაექცათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პითონის გაქცევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა, მათივე ცნობით, გველი უკვე დაჭერილია.

არსებული ინფორმაციით, პითონი გლდანში, ერთ ერთი ზოომაღაზიიდან გაიქცა.

“გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:

-პითონი გამექცა, დამეხმარეთ…

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც” გამოვიჭირეთ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....