„ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლისთავზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაუჩნდათ ილუზია, რომ შეიძლება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა მათთვის კატასტროფული რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ ამის არანაირი შანსი არ აქვთ. ახლა დარჩათ ის, რომ ან უნდა შეეგუონ ამ მარცხს, ამის მიუხედავად ილაპარაკონ საარჩევნო დაპირებებზე, გეგმებსა და მომავლის პერსპექტივებზე, პროაქტიულად წარმართონ ამ მიმართულებით კამპანია ან რაღაც გეგმა „ბ“ მოიფიქრონ და წავიდნენ ვა-ბანკზე. ფეიკებით ისედაც გაჯერებული იყო მათი ტელევიზიები და ამას ემატება ტრაგედიებით შოუს მოწყობა, რაც არის ყველაზე ამორალური”.
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ მდინარაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საკუთარი კვლევები, რომლის მიხედვითაც ისინი კატასტროფულად აგებენ ამ არჩევნებს.