aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ივანიშვილსა და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა” – სააკაშვილი

“ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა – არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში, კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კონბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და მათ შორის, ვნებს ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ექს-პრეზიდენტი 

ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ცნობისთვის,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მას და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

 

იტვირთბა....