ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა…” – დაკარგული მოზარდის დედა

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედამ ქსენია ფილფანი განცხადებას ავრცელებს.

მოზარდის დედა “ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არასრულწლოვანს მასთან საუბრისას არ უხსენებია რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებელი თუ იყო.

“ახლა დუბაიში ვარ. ჩემი შვილი დაკარგულია და კარანტინის პირობებში დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოვდივარ. არ არის რეგულარული ფრენებიც. მინდა, ახლა მანდ ვიყო და ჩემს მეუღლესთან ერთად ვეძებდე შვილს. ილიას არ უთქვამს, რომ სადმე უნდოდა. ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია, მაგრამ ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ახლა მხოლოდ ვერსიები თუ გვექნება. არანაირი დამადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ რაიმე კონკრეტული ვიცოდეთ. ჩემ შვილს არ უხსენებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებული იყო. მხოლოდ ის უნდოდა, ერთმანეთი მალე გვენახა. ეს ბუნებრივია, რადგან დიდი ხანია, არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ სვანეთში მოიწყინა. იქ მეგობრები არ ჰყავდა. იქ მამასთან და ბებიასთან ერთად იყო. ქართული ბავშვმა არ იცის. ადგილობრივ ბავშვებთან ვერ თამაშობდა. მეტ დროს ბებიასთან და ძაღლებთან ერთად ატარებდა”, – განაცხადა ფილფანმა.

ცნობისათვის, სვანეთში დაკარგულ მოზარდს უკვე მე-7 დღეა ეძებენ, როგორც არასრულწლოვანის მამა აცხადებს, ილია გაქცევისთვის ემზადებოდა. დავით ფილფანის თქმით, ოჯახში მათ ცხოვრებისეული კონფლიქტებიც ჰქონდათ.

იტვირთბა....