ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კაწროს საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ქარტიივ პირველი, სიზუსტის პრინციპი დაარღვია. როგორც ვიცით, ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს ცოლის, ნათია რუხაიას საჩივარი. მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა, ქარტიის საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია სადავოდ ხდიდა მიმდინარე წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი შესაძლოა ბილანიშვილი ყოფილიყო.

ავთანდილ ბილანიშვილის სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. “მთავარი არხი” ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქუჩის ავტორიტეტია, რომელიც, დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. თუმცა, 8 ივლისს, მედიამ ლუკ ოილის ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი “ტოიოტა ქამრიდან” გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება.

იტვირთბა....