ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა

ძლიერი წვიმის დროს ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სოფელი ლეჩურიდან თუშეთის მიმართულებით და სოფელ ომალოდან ახმეტის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. ორივე მიმრთულებით მოძრაობას კახეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

თუშეთის გამგებლის განცხადებით, ძლიერი წვიმის დროს დაზიანებულია რამდენიმე მონაკვეთი, რის გამოც მოძრაობა შეუძლებელია.

ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

იტვირთბა....