aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და 10-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა.  მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამალული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელმა ვიდეო ჩაწერა და „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა. მამაკაცი მოითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

სამართალდამცავები მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით სახლებსა და სამსახურებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია.

აღნიშნულს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ სიტუაციის მსხვერპლის გარეშე მოგვარების მიზნით ყველაფერი კეთდება.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.

იტვირთბა....