ახალი ამბები ვიდეო მთავარი

პროტესტი “სანტეს” საწარმოსთან: “ქართული არჩევანის” ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს

“სანტეს” საწარმოსთან პარტია “ქართული არჩევანის” ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს.

გუნავა ტერიტორიის პიკეტირებას გეგმავდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. პოლიციამ მასთან ერთად რამდენიმე აქტივისტიც დააკავა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “სანტე” დაქირავებულ მუშებს ხელფასს არ უხდის.

კომპანიის განმარტებით, მუშებს ხელფასს თავად არ უხდიან, რადგან “სანტემ” შენობის დემონტაჟისთვის კერძო პირი დაიქირავა.

გუნავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე, ის განცხადებას გენერალურ პროკურატურაში შეიტანს.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....