ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა  –  ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 899-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგადქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228.

იტვირთბა....