“კეზერაშვილმა მაგარი კვლევები ჩაატარა, ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია იმარჯვებს – ასეთი შედეგი გამოიყვანეს. როგორ ჩაატარეს, პანდემიის პირობებში, ან როგორ ატარებდნენ? ზოგადად, ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ჭირი მოგვჭამა და წავიდა, აღარ არსებობს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ამის თაობაზე მთავრობა ხმამაღლა საუბრობს, გაცილებით კარგი კვლევა აქვს ჩატარებული და ზუსტი ანალიზი აქვს გაკეთებული.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:ქართული ოცნება – 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5% მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.