ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს – აზერბაიჯანის ტკივილი ჩვენი ტკივილია” – ჰულუსი აქარი

“ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ტკივილი ჩვენი ტკივილია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია მიუღებელი და უკანონოა. ჩვენ ერთი ერი და ორი სახელმწიფო ვართ. ჩვენი ენა, რელიგია და ისტორია ერთია.”

ჰულუსი აქარი – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რამიზ ტაჰიროვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი და მისი ჯარი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს სომხეთთან ბრძოლებში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ახერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....