ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ონკოლოგური საავადმყოფო მუშაობას რამდენიმე თვით, რეაბილიტაციის დასრულებამდე შეაჩერებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცახდებით, უახლოეს პერიოდში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაიწყება, ამ პროცესში კლინიკის მუშაობა შეჩერდება, რეაბილიტაცია კი, მიმდინარე წლის ბოლოს ან გაზაფხულისთვის დასრულდება.

როგორც მინისტრის მოადგილებ აღნიშნა, კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამასთან, არის ამორტიზებული. მას სტაციონარული პაციენტები აღარ ჰყავდა, მიმაგრებული პაციენტები კი, სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იგივე კლინიკაში განაგრძობენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....