aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) ,,სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია” – გმირი ძაღლი თავს კარგად გრძნობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია წერს და გმირი ძაღლის ფოტოებს აქვეყნებს.

,,შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თავისი პატარა მეგობრის უსაფრთხოების გამო, მყისიერად ,,მგლის ხახაში” ჩაჰყო თავი. საბედნიეროდ, სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია. ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ წავიდა. კვლავ მზადაა ხიფათს გადაეყაროს, აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას და თავის სამფლობელოს სულ სიხარულის ყიჟინით ავსებს.

ჩვენის მხრივ, დიდად დაფასებული და პატივნაცემი ჰასკის სამფლობელო დავამუშავეთ რეპელენტით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უცხო სტუმრებისგან. ვფიქრობ ამ სიმპათიური გოგონასგან ერთი გმირობაც საკმარისია, მეტს ვეღარ შევკადრებთ, აწი სულ განებივრება და მოფრთხილება უნდა. გემრიელი ნუგბარითაც მოვიკითხეთ და აწი შეუძლია თამაშით და ჭამით დაიღალოს. დღეიდან ამის შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია” – წერს ლომჯარია.

იტვირთბა....